რა აზეიმა "ოცნებას" ირანის საელჩომ - სკანდალური მიღების დეტალები
ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების მოსაწვევზე გაკეთებული იყო წარწერა „ირანში ქართველების ჩასვლის 410-ე წლისთავი“. ღონისძიებას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
მოსაწვევი აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, თავად ღონისძიებას არ დასწრებია.
ღონისძიებამ საზოგადოების ნაწილის კრიტიკული შეფასებები გამოიწვია. შეფასებების მიხედვით, ისტორიული თარიღის ფორმულირება უკავშირდება ირანში ქართველების გადასახლების პერიოდს, რაც გარკვეულ კითხვებს აჩენს ღონისძიების შინაარსთან დაკავშირებით.
კრიტიკის ფონზე ყურადღება გამახვილდა საქართველო–ირანის ურთიერთობების დინამიკაზეც. ანალიტიკოსების ნაწილი მიუთითებს, რომ ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა იზრდება.
ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, 2022–2025 წლებში ირანული ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 72 კომპანიამ განახორციელა. დოკუმენტის მიხედვით, იმპორტიორებს შორის ფიგურირებენ ბიზნესსუბიექტები, რომლებიც პოლიტიკურ დონაციებსაც ახორციელებენ.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით საჯარო განმარტებებს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.