თბილისის მერიამ ტრამვაის გასაყვანად ₾416 მილიონიანი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
თბილისის მერიამ ტრამვაის გასაყვანად ₾416 მილიონიანი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა - პირობები ამჯერადაც უცვლელია. გამარჯვებულ კომპანიას დაახლოებით რვა კილომეტი სიგრძის ხაზის გაყვანაში, დეპოსა და 11 გაჩერების მოწყობაში დაახლოებით 416 592 000 ლარს გადაუხდიან.
საინტერესოა მიზეზი, რის გამოც წინა ტენდერი შეწყდა - შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ დოკუმენტებში გათვალისწინებული არ იყო ხეების გადარგვა და მგზავრთა გადასასვლელების მოწყობა.
თბილისში ტრამვაის დაბრუნება დედაქალქის მოქმედი მერის, კახა კალაძის დაპირებაა. ამის შესახებ მან თვითმმართველობის არჩევნებამდე 1,5 თვით ადრე ისაუბრა.