გახარიას გუნდი: ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია - სადებატო არაფერია

14.02.26 15:34
გახარიას გუნდი: ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია - სადებატო არაფერია

გიორგი გახარიას გუნდი უარს აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ დებატებში.

„ევროინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანი, რასაც საქართველოს მოსახლეობა ურყევად უჭერს მხარს.

შესაბამისად, სადებატო არაფერია!“, - ნათქვამია განცხადებაში.