პანდემიის ვითარების გაუარესება ოპოზიციის ბრალია - გია ვოლსკი
,,სოციალ-ეკონომიკური და თუნდაც პანდემიის ვითარების გაუარესება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რასაც ოპოზიცია ემსახურება"- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, აქციის 4 ათასი მონაწილე, მაქსიმუმ ხუთი ათასი, არ ასახავს საზოგადოების განწყობას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აღნიშნული კომენტარი ოპოზიციის აქციის შესახებ გააკეთა. პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარეობს.