ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ კომენტარი, რომლის გამოც სასამართლოში დაიბარეს, შესაძლოა მას არ ეკუთვნის
ლეიბორისტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც სასამართლოში სოციალურ ქსელში სხვის პოსტზე კომენტარის დაწერის გამო დაიბარეს, ამბობს, რომ შესაძლოა კომენტარი მას არც ეკუთვნის.
პოლიტიკოსის თქმით, მას არ ახსოვს მსგავსი შინაარსის კომენტარი დაეწერა, იზიარებს ტექსტის სულისკვეთებას, თუმცა მისთვის კომენტარის ფორმა "ცოტა უხეშია".
სახაზინო ადვოკატიც კი არ დამინიშნეს, ნახევარი პროცესი ჩაატარეს ადვოკატის გარეშე და ძლივს, ნახევრის შემდეგ სხვა ადვოკატის ჩართვის საშუალება მომეცა. თუმცა ვიმეორებ, ადამიანებს სახაზინო ადვოკატს უნიშნავდნენ საბჭოეთშიც კი. ეს საქართველოს უბოროტესი მტერი უკვე ადვოკატის გარეშეც გვასამართლებს. ამ შემთხვევაში Facebook-ის სხვისი პოსტის კომენტარის გამოც კი მე მედავებიან, სხვათა შორის ეს კომენტარი ჩემია თუ არა, ეს კიდევ დასამტკიცებელია იმიტომ, რომ მე პირადად სულ არ მახსოვს, თუმცა სულისკვეთებას ვიზიარებ ამ კომენტარის, თუმცა ფორმა ცოტა უხეშია, შეიძლება ჩემი სულაც არ იყოს.
ფაქტია, აზრს გამოხატვის გამო ადამიანის დაპატიმრება არის დიქტატურისკენ სრული სვლით დაძვრა," - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.