პაატა ალავერდაშვილი სავარაუდოდ დაკავებულია, დავით ჩხეიძე კი გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ნარკოლოგიურში გადაიყვანა
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაკავებულია პაატა ალავერდაშვილი. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, დავით ჩხეიძე კი პოლიციამ ნარკოლოგიურში გადაიყვანა.
როგორც დავით ჩხეიძე Facebook live-ში ინცინდენტამდე აცხადებდა, ის პოლიციელებმა საპროტესტო აქციიდან წამოსვლის შემდეგ გააჩერეს და როგორც ალკო, ასევე ნარკოტესტზე გადაამოწმეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ არასოდეს არანაირი ნარკოტიკი არ მიუღია.
Facebook live-ში ჩანს, რომ ჩხეიძე ადგილზე ოჯახთან, მათ შორის არასრიულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
Tvpirveli.ge დამატებით დეტალებს ამ წუთებში არკვევს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.