"შეიძლება შეივსოს ეს სია" - კობახიძე პარტიების აკრძალვაზე

09.03.26 15:27
"შეიძლება შეივსოს ეს სია" - კობახიძე პარტიების აკრძალვაზე

 

 

ოპოზიციის გაერთიანების ფონზე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ოცნებამ" შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გადაამუშაოს და მასში დამატებით ის პოლიტიკური პარტიებიც შეიყვანოს, რომლებიც მისი თქმით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას გამოხატავენ. საუბარია ასაკრძალ პარტიათა სიაზე.

კობახიძე ამბობს, რომ საკითხზე იმუშავებენ. 

"ერთადერთი რასაც გამოიწვევს ეს ჩვენთვის, მოგვიწევს ალბათ იმ სარჩელის კორექტირება რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. შესაძლოა დაემატოს [პარტიები რომლის აკრძალვასაც ითხოვენ] გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შეიძლება შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში. შეიძლება ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს საკონსტიტუციო სარჩელში. ამაზე ბუნებრივია ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, - ამბობს კობახიძე.

 

მსგავსი სიახლეები