საერთოდ არ მაღელვებს რას იტყვის ირაკლი კობახიძე და ვის და როგორ აკრძალავს - ნიკა გვარამია
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია "ოცნების" მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესაძლო კორექტირებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.
მისი თქმით, კობახიძის პოზიცია პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით, ქვეყნისთვის დამაზიანებელია და საბოლოოდ, "ოცნების" პრემიერს რეალობის აღიარება მაინც მოუწევს.
რავიცი, თუ არ ვარსებობთ, როგორც ეგენი ამბობენ ხოლმე, მაშნ რატომ აკორექტირებენ ამ სარჩელს. ახლა იმათ საყურადღებოდაც მინდა, ვთქვა, ვინც ქოცი არ არის, მაგრამ ზუსტად იგივე ნარატივით ებრძვის ალიანსს, რა ნარატივითაც ქოცები. რავიცი, მაინც და მაინც ჩვენ რატომ გვაკორექტირებენ ყოველთვის და ჩენ რატომ გვკძალავენ? ეს ჩენთან მებრძოლი დონ კიხოდები ისე გაივლიან ხოლმე ამ გზას, რომ არაფერი ემართებათ. და, ხო, კი არ მინდა, რომ ვინმეს რამე დაემართოს, მაგრამ შეხედეთ რეალობას და მიხვდებით ვინ არის პრობლემა ქოცებისთვის. მათივე ქედებებით მიხვდებით და არა ჩემი განცხადებებით.
სერიოზულად თუ მივუბრუნდებით, საერთოდ არ მაღელვებს რას იტყვის ირაკლი კობახიძე და ვის და როგორ აკრძალავს. მას მოუწევს რეალობის აღიარება და რეალობის აღიარება მოუწევს, თუ უნდა, რომ ამ ქვეყანაში გააგრძელოს ცხოვრება ხელისუფლების მიღმა, ამაში ტრაგედია არ არის, ამაში ვარწმუნებ და თუ უნდა, რომ იყოს ნაწილი ამ საზოგადოების, იმიტომ, რომ ქვეყნის დააღუპვას მას არავინ აპატიებს. და, რასაც ის აკეთებს, ამთ შორის, ამ ტიპის განცხადეებით, თან ბეგრაუნდზე რომ ეუთოს ვიზიტია, ეს არის ქვეყნის დაღუპვა, - ამბობს გვარამია.
ოპოზიციის გაერთიანების ფონზე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ოცნებამ" შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გადაამუშაოს და მასში დამატებით ის პოლიტიკური პარტიებიც შეიყვანოს, რომლებიც მისი თქმით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას გამოხატავენ. საუბარია ასაკრძალ პარტიათა სიაზე.
კობახიძე ამბობს, რომ საკითხზე იმუშავებენ.