პიჯაკების საქმე - სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ს ყოფილი უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში 8 392 827 ლარის გადახდას ავალებდა, ძალაში დატოვა.
საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად 8 392 827 ლარი განუსაზღვრა, რაც დაცვის მხარემ გაასაჩივრა. ამ თანხის გარდა, მიხეილ სააკაშვილს დამატებით 631 540 ლარის გადახდაც დაევალა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.