დიდ შესყიდვები წინასწარ შეთანხმებული და გადაწყვეტილი იყო მინისტრის (ჯუანშერ ბურჭულაძის) მიერ - ვლადიმერ ღუდუშაური

12.03.26 13:29
დიდ შესყიდვები წინასწარ შეთანხმებული და გადაწყვეტილი იყო მინისტრის (ჯუანშერ ბურჭულაძის) მიერ - ვლადიმერ ღუდუშაური

დიდ შესყიდვები წინასწარ შეთანხმებული და გადაწყვეტილი იყო მინისტრის (ჯუანშერ ბურჭულაძის) მიერ - ამის შესახებ  სასამართლო პროცესზე შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ჯარის საქმეზე ბრალდებულმა ვლადიმერ ღუდუშაურმა განაცხადა.

პროკურატურის ოქროს მოწმემა ასევე ჩვენებაში თქვა, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მიხვდა, რომ საიდუმლო შესყიდვით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სამინისტროს. 

ახლა იაზრებთ ამას, რომ შესაძლოა, არ ყოფილიყო ზიანი? - უთხრა მას სხდომაზე ყოფილმა მინისტრმაც.

ბურჭულაძე: იმხელა დამოუკიდებლობის ხარისხი რაც ჯუანშერ ბურჭულაძის დროს მქონდა, არასდროს არ მქონიაო... - ადასტურებთ, რომე ს თქვით? 

ღუდუშაური: არ ვადასტურებ.

ღუდუშაური: რაც შეეხება დიდ შესყიდვებს, წინასწარ შეთანხმებული და გადაწყვეტილი იყო მინისტრის მიერ. 

ბურჭულაძე: ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული?

ღუდუშაური: შეთანხმებული და გადაწყვეტილი! 

ღუდუშაური: (გამოძიების მასალებში) იყო გარკვეული ფაქტები მოცემული, რაზე დაყრდნობითაც გავიაზრე, რომ დიდი ფასნამტით მოხდა აღნიშნული საქონლის შესყიდვა. 

ბურჭულაძე: კერძოდ? 

ღუდუშაური: რომ გავეცანი საქმის მასალებს, მივხდი რომ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. 

ბურჭულაძე: ახლა იაზრებთ ამას, რომ შესაძლოა, არ ყოფილიყო ზიანი? 

ღუდუშაური: შესაძლებელი იყო შესყიდვის პროცესის ისე წარმართვა, რომ ...

ასევე ნახეთ:

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.