მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ადასტურებს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით". - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან 17:50-ზე გაიყვანეს და 19:00 საათამდე მისი ადგილსამყოფელი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.