გელა გელაძე სპეცოპერაციის დროს ქალის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს

17.03.26 15:28
გელა გელაძე სპეცოპერაციის დროს ქალის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს

შსს-ს მინისტრი სპეცოპერაციის დროს ქალის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს - როგორც გელა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ქალი ფანჯრის ნამსხვრევებით დაშავდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერილია.

„არანაირი დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საპოლიციო ღონისძიების დროს აუცილებელი გახდა, რომ მოქმედებაზე გადასულიყო სპეცდანიშნულების რაზმი და შესაბამისად, ფანჯრის ერთ-ერთი მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება. კლინიკამ გააკეთა შესაბამისი განმარტება და ქალბატონი უკვე გაწერილია სახლში,“ - განაცხადა გელაძემ

დღეს შსს-სმ აჭარაში სპეცოპერაცია ჩაატარა - გელაძის უწყების ცნობით, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, რომელთაგან სამი ქალია. 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.