დედამ გვითხრა მესროლესო - პირველი ინტერვიუ სპეცოპერაციის დროს დაშავებული პენსიონერის ოჯახთან
სპეცოპერაციის დროს დაშავებული პენსიონერი ქალის ოჯახის პირველი ინტერვიუ "პირველებთან" - თამარ მიქელაძის შვილის მტკიცებით, დედამ უთხრა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა ესროლა.
პოლიციამ მომქაჩა, დედაჩემთან ოთახში არ შემიშვეს, სასწრაფომ გამოიყვანა შემდეგ - ამბობს დაზარალებული ქალის შვილი "პირველებთან".
ოჯახი ამბობს, რომ სპეცოპერაციისას სამართალდამცავები დაკავებულთა სახლებში გაუფრთხილებლად შეიჭრნენ.
მოვედი, პოლიცია დგას. რომ შევიხედე დედაჩემი იყო ძალიან ცუდად. მეთქი შემიშვით ოთახში და ვერ შეგიშვებთო. მეთქი, უყურეთ, ქართველები ხართ, ქალი ცუდად ხდება. მიხედავენ თუ მისახედია, მოვლენო - მითხრეს. როცა დედაჩემი იქცეოდა, შევრბოდი შიგნით, ამ დროს პოლიციამ მომქაჩა, სასწრაფო შევიდა, გამოიყვანეს დედაჩემი, ფეხი ჰქონდა შეხვეული, ვკითხე - დედა, რა ხდება-თქო და მესროლესო", - ამბობს შვილი.
შვილები ამბობენ, რომ ამ ამბავს ასე არ დატოვებენ და დედამისის სისხლს არავის შეარჩენენ.
დედაჩემის სისხლს ასე არ დავტოვებ, იმ ადამიანმა რომ პასუხი არ აგოს, ისე არ დავტოვებ ამ საქმეს. მოხდა გასროლა ასე მთხრა, რომელიც მე მომხდა ფეხში და დავიჭერიო -დედაჩემმა. ჩემი ძმა არის დაჭრილი, მაგრამ სად არის გადაყვანილი არ ვიცი. დედაჩემმა მითხრა, ასე მითხრეს - გაჩერდი, თუ არა გესვრიო. დედაჩემს უთქვამს მესროლეთო და მოხდა გასროლა", - ამბობს მეორე შვილი.
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში ამბობენ, რომ ქალი მათთან ორივე ქვემო კიდურის არეში მრავლობითი ნაჩხვლეტ-ნაკაწრი ჭრილობით შეიყვანეს. მედიკოსი ვერ ამბობს, არის თუ ჭრილობა ცეცხლნასროლი, თუმცა ვერც გამორიცხავს.
ეს ყველაფერი უფრო სამართალდამცავების კომპეტენციაა, სჯობს მათ ჰკითხოთ. ვერაფერს ვერ დავადასტურებ, ვერც გამოვრიცხავ, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. პაციენტი ჯერჯერობით რჩება კლინიკაში.“- განაცხადა ექიმმა.
დაზარალებული ქალის რძლის თქმით, კლინიკიაში მისი დედამთილის სამეციდინო ისტორია ერთ საათში ჩახურეს და ქალი სახლში უკვე გაწერეს.
არაფერი არ სჭირსო მითხრეს. როგორ არ სჭირს მეთქი- ქალმა მისი პირით მითრა, დედი დაჭრილი, ვარ ყურადღება მომაქციეთ - ამბობს რძალი.
დავინახე დედამთილი ძირს ეგდო და არავინ ყურადღებას არ აქცევდა. მერე გადავიყვანეთ საავადმყოფოში - ერთი საათში შემდედგ მატანენ და მეუბნებიან, ისტორია ჩახურულია, არაფერი არ სჭირსო. როგორ არ სჭირს მეთქი- ქალმა მისი პირით მითრა, დედი დაჭრილი, ვარ ყურადღება მომაქციეთ. სასწრაფოთი არავინ არ გაიყოლეს, ყველაფერი თავისით გააკეთეს. იატაკზე სისხლის გორა იყო და იქაც არ შეგვშვეს არავინ. ჩხრეკის ორდერიც არ ჰქონდათ", - აცხადებს რძალი.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად დაშავებული ქალის ოჯახის წევრები ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.
რა მოხდა ხელვაჩაურში დაკავების სპეცორაციის დროს, დუმს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყება არ ამბობს, ვინ არიან დაკავბულები და რა ვითარებაში მიიღო დაზიანება პენსიონერმა. გავრცელებული ინფორმაციით, ღამით ჩატარებული ოპერაციის დროს ათობით პირი აიყვანეს-ზოგიერთს "ქურდულ სამაყროსთან" კაცშირს ედავებიან, მათ შორის არიან ძმები წულუკიძიეები.