სააკაშვილის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს - სახალხო დამცველის წარმომადგენელი
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალით გამოყენებით შეიყვანეს - ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლმა მიხეილ ღონღაძემ ჟურნალისტებთან გაავრცელა.
მისი თქმით, სააკაშვილი მანქანიდან ძალით გამოიყვანეს.
მანქანიდან გადმოყვანა და შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით. ის პროტესტის ნიშნად მანქანიდან არ გადმოდიოდა, საკაშვილი მანქანიდან ძალით გამოიყვანეს... მოკიდეს ხელი და აიყვანეს საკანში", - განაცხადა ღონღაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილს სურს საერთო პროფილის კლინიკაში გადასვლა და უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე.