ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ხვდებიან
ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონს ხვდებიან.
შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ერიკა ოლსონთან ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრებენ.
ერიკა ოლსონი გუშინ ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.