დიდი შერიგებისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები - თაზო დათუნაშვილი

21.03.26 14:44
 დიდი შერიგებისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები - თაზო დათუნაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ფიქრობს, რომ პატრიარქის დაკარგვით გამოწვეული ტრაგედია დიდი შერიგების და გაერთიანების საწინდარი უნდა გახდეს.

მისი თქმით, ამ შერიგებისკენ ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რაც პირველ რიგში უკანონოდ დაკავებული პატიმრებსი გათავისუფლებაში უნდა გამოიხატოს. 

ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა და ერი კარგავს ასეთ ადამიანს,  ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ეს არის საწინდარი იმისა, რომ მოხდეს შერიგება, რომ მოხდეს სახალხო გაერთიანება იმ დიდი ტყრაგედიის წინაშე, რომლის წინაშეც დავდექით და იმ მომავალი გამოწვევების წინაშე, რომლის წინაშეც საქართველო დადგა ილია მეორეს დაკარგვით, ამიტომ დიდი შერიგებისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები და ამ ნაბიჯების მოთავე ყოველთვის ხელისუფლება უნდა იყოს. იმიტომ, რომ შერიგებსი საკითხი დღეს ხელისუფლების ხელშია. შერიგება ნიშნავს იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც დღეს აბსოლუტურად უკანონოდ სხედან ციხეში", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.  

გუშინ პატრიარქის სურვილზე და პატიმრების შეწყალებაზე ფეისბუკ ლაივში ისაუბრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვლმა: 

ყველა ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს იმ დღეს გადადგმული, უნდა იყოს მიძღვნილი ერთობის, მშვიდობის და ერთმანეთის სიყვარულისკენ. ეს იქნება შეწყალება იმ ადამიანების, რომლებიც სრულიად უსამართლოდ სხედან ციხეში, ეს პატრიარქმა ძალიან კარგად იცოდა, მიუხედავად იმის, რომ შესაძლოა, ვეღარ ამბობდა,  თუმცა მას ასეთი სურვილი ალბათ ექნებოდა, რომ არავინ დარჩენილიყო, ვისაც არ ექნებოდა საშუალება, მისთვის პატივი მიეგო, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.