ალბათ თვით პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო კვირას იქ -ზურაბიშვილი
ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ კვირას ვიყოთ ერთად, ალბათ თვით პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, რადგან ესეც იქნებოდა ნიშანი ერთობის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფფეისბუქ ლაივში განაცხდა.
მისი თქმით, ყველა ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს იმ დღეს გადადგმული, უნდა იყოს მიძღვნილი ერთობის, მშვიდობის და ერთმანეთის სიყვარულისკენ.
“ეს იქნება შეწყალება იმ ადამიანების, რომლებიც სრულიად უსამართლოდ სხედან ციხეში,“ - თქვა მან.
ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ კვირას ვიყოთ ერთად, ალბათ თვით პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, რადგან ესეც იქნებოდა ნიშანი ერთობის, ამ ყველა პოლიტიკური დაპირსპირებების მიღმა, ეს იყო მისი მთავარი დამახასიათებელი, რასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში. თუმცა, სადაც არ უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს ვის ექნება საშვი და ვის არა, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთნი კვირას, რადგან ეს იქნება ყველაზე დიდი ნიშანი იმის, რომ მას პტივს ვცემდით და გავიგეთ, რისთვის იყო მოსული ჩვენ შორის და რა იყო მისი მთავარი მიზანი. ასევე ყველა ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს იმ დღეს გადადგმული, უნდა იყოს მიძღვნილი ერთობის, მშვიდობის და ერთმანეთის სიყვარულისკენ. ეს იქნება შეწყალება იმ ადამიანების, რომლებიც სრულიად უსამართლოდ სხედან ციხეში, ეს პატრიარქმა ძალიან კარგად იცოდა, მიუხედავად იმის, რომ შესაძლოა, ვეღარ ამბობდა, თუმცა მას ასეთი სურვილი ალბათ ექნებოდა, რომ არავინ დარჩენილიყო, ვისაც არ ექნებოდა საშუალება, მისთვის პატივი მიეგო, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, რომ არა პატრიარქი, დღეს საქართველო უფრო რთულ და მძიმე დღეში იქნებოდა.
ვისურვებდი, რომ ვინც მოვა მერე, შეძლოს, რომ გააგრძელოს ამ გზის ნაწილი მაინც, არ დაყოს ეკლესია, საქართველო, არ გაყვეს ისეთ გზას, რომელიც იქნება ჩვენი დასუსტების და დაყოფის,- თქვა ზურაბიშვილმა.