აქ არის მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილი იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია - ბექა ბასილაია
მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება დგას უკვე სერიოზული რისკის ქვეშ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი ადვოკატმა , ბექა ბასილაიამ, გლდანის ციხეში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა. ბასილაიას თქმით, ხელისუფლების მიზანია, მიხეილ სააკაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება და მისი ლიკვიდაცია კრიმინალის ხელით მოხდეს.
მიხეილ სააკაშვილი აღარ იღებს არანაირ პრეპარატებს, მედიკამენტებს, იღებს მხოლოდ იმ აბებს, რომელიც დანიშნული ჰქონდა მისი ჰოლანდიელი ექიმის მიერ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ. შესაბამისად, მდგომარეობა, როდესაც ის გონებას დაკარგავს, ძალიან ახლოვდება და არ ვიცი, ძალიან მოკლე დროში უკვე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის მოგვიწევს ბრძოლა. ამასთან ხაზი უნდა გაესვას, რომ აქ არის აბსოლუტურად ჯოჯოხეთური მდგომარეობა, აქ არ არის არანაირი უფლება გარანტირებული, უფრო მეტიც, აქ არის მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილი იმისთვის, რომ მოხდეს ლიკვიდაცია. აქ ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება დგას უკვე სერიოზული რისკის ქვეშ. როდესაც ჩვენ შევედით, მთელი ციხე, ყველა კორპუსი ორგანიზებულად და გამოსვლისას განსაკუთრებით, ადვოკატებსაც კი გვიწყობდნენ საშინელ ობსტრუქციას. მათი არავის ეშინია, მაგრამ ეს არის მორალური ტერორი მიმართული მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და მე არ გამოვრიცხავ, რომ ისინი უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებებზეც გადავიდნენ. მათი სურვილია, კრიმინალის ხელით მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, მათი მიზანია კრიმინალების ხელით მიხეილ სააკაშვილის დამცველებზე ფიზიკური ანგარიშსწორება. დაუყოვნებლიცვ უნდა მოხდეს აქედან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. ეს არის მესამე პრეზიდენტის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.