სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრებას მოითხოვს - ბექა ბასილაია

09.11.21 12:59
სასამართლო მიხეილ სააკაშვილის  სხდომაზე დასწრებას მოითხოვს - ბექა ბასილაია

სასამართლო მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრებას მოითხოვს. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ სასამართლოს წარმომადგენელმა მას თავად აცნობა. 

ადვოკატის განმარტებით, პენიტენციური  სამსახური  და იუსტიციის სამინისტრო ვალდებულები არიან, სასამართლოს ეს მოთხოვნა დააკმაყოფილონ. 

დამიკავშირდა საქალაქოს სასამართლოს სხდომის წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სასმართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ დააფიქსირა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლომ დააფიქსირა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში. ახლა იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური არიან ვალდებული, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმის, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ხელისუფლება ცდილობს, მხოლოდ კრიმინალის ხელით თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რაც ქართველ ხალხშია, - თქვა ბასილაიამ. 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 10 ნოემბერს, არის ჩანიშნული.  

მსგავსი სიახლეები