"ათამდე ადამიანმა წელს ზევით ტანსაცმელშემოხეული მიწაზე ათრია" - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

09.11.21 13:11
"ათამდე ადამიანმა წელს ზევით ტანსაცმელშემოხეული მიწაზე ათრია" - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18-ე დაწესებულებაში მასზე ფიზიკური ძალადობის გზით მოათავსეს. თუთბერიძის განმარტებით, მესამე პრეზიდენტი ძალოვანებმა ტანსაცმელშემოხეული მიწაზე ათრიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მიხეილ სააკაშვილი ათამდე ადამიანმა იძულებით, წელს ზევით ტანსაცმელშემოხეული მიწაზე თრევის გზით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს... შეურაცხყოფას , ცხადია, ჰქონდა ადგილი, მესამე პრეზიდენტის მიმართ, არა მესამე პრეზიდენტის მიერ. ის უწევდა წინააღმდეგობას, თუნმცა არ არსებობს არც ერთი ადამიანი, ვისაც მან ხელი დაარტყა. ძალოვანი უწყების ორმა წარმომადგენელმა სცადა ასევე იძულებით ანალიზების აღება, სისხლის აღება და მას მიუახლოვდნენ შპრიცებით და ნემსებით, რაზეც სიტყვიერი უარი განაცხადა, ხოლო მას შემდეგ სცადეს, აეძულებინათ, რომ დაებათ, გაეკავებინათ და ძალით აეღოთ ანალიზები, მან ჰკრა ხელი ანალიზატორს, რომელიც არ გაფუჭებულა, - თქვა უფლებადამცველმა. 

მსგავსი სიახლეები