ჩვენი თხოვნაა, რომ საერთაშორისო სანქციები იყოს ტარგეტირებული - ბოკუჩავა
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის, ერიკა ოლსონისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, მათი თხოვნა სანქციების ტარგეტირებაა იმისთვის, რომ ქართველი ხალხი არ დაზარალდეს.
პარტნიორ ქვეყნებთანაც გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტები, როდესაც ისინი არ ასრულებენ მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს, საერთაშორისო საზოგადოების და კონკრეტულად, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი, როგორც ეს ქალბატონმა ელჩმა, საჯაროდ უკვე ერთხელ აღნიშნა, არის სანქციები. ჩვენი თხოვნა ყველა შეხვედრაზე არის ის, რომ ეს სანქციები იყოს ტარგეტირებული, იმისთვის, რომ არ დააზარალოს ქართველი ხალხი და ტარგეტირება მოხდეს მოსამართლეების და ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების", - ამბობს თინა ბოკუჩავა.