კობახიძის მტკიცებით, ოპოზიცია ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავდა
"ქარული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას მოწამვლა იგეგმებოდა.
"ქართული ოცნება" არის ღირსების, თავისუფლების გარანტი და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას. ვიხილეთ რადიკალების წარუმატებლობისთვის განწირული მცდლეობა, აერიათ ქვეყანა არჩევნების შემდეგ.
ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე. მინდა, ყურადღება გავამახვილო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც", - ამბობს კობახიძე.