არ გესმის დიალოგის ენა, მიიღებ პროტესტის ენას! - ოპოზიციის უწყვეტი პროტესტი გრძელდება

09.11.21 15:53
არ გესმის დიალოგის ენა, მიიღებ პროტესტის ენას! - ოპოზიციის უწყვეტი პროტესტი გრძელდება

ოპოზიციის უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ხელისუფლების ოპონენტები საზოგადოებას 19 საათზე რუსთაველის გამზირზე ელოდებიან. პარლამენტის შენობის წინ სამოქმედო გეგმაზე ოპოზიციის ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრებენ.

არ გესმის დიალოგის ენა? მიიღებ პროტესტის ენას. პროტესტი იქნება ტოტალური და გამოყენებული იქნება პოლიტიკური ბრძოლის ყველა ხერხი, ქუჩით დაწყებული და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით დამთავრებული. ხელსიუფლებამ ყველა ზღვარს გადააბიჯა და მისი პირველი მარცხი იქნება სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში. მეორე იქნება მისი გათავისუფლება, მესამე კი - რიგგარეშე არჩევნები. ეს იქნება მშვიდობიანი ბრძოლა ხელისუფლების შესაცვლელად - აცხადებს ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ მობილიზება უკვე დაიწყო. რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა შეიმჩნევა. 

მსგავსი სიახლეები