დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა

09.11.21 14:45
დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა

ძალადობა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე - ნაპოვნია პირი, ვინც გლდანის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ შტურმი განახორციელა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ორგანიზატორი გოგა ორდენიძეა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანია. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, გლდანის N18-ე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის პირველმა მოადგილემ ციხის საავადმყოფოში გადაყვანილ მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ორდენიძეს კრიმინალური წარსული აქვს, ის 2009  წელს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს და სისტემიდანაც გაუშვეს, თუმცა ის უწყებაში სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, კახა კახიშვილმა, დააბრუნა. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხის წარმომადგენელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა "აჰა, ჩიტო, ხო ჩაგიგდეთ ხელში" და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე", - წერს სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები