"ოცნება" დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს პოლიტიკურ თავდასხმად აფასებს
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს პოლიტიკურ თავდასხმად აფასებენ და აცხადებენ, რომ საქმე არა სანქციებს, არამედ საქართველოს თავისუფალ მედიაზე ზეწოლას ეხება.
არანაირი სანქცია არ არსებობს, არსებობს - თავდასხმა. არსებობს უცხო ძალის თავდასხმა საქართველოს თავისუფალ მედიაზე და აგრესორის თავდასხმის წინააღდეგ არსებობს თავდაცვის უფლება. ეს არის საერთაშორისო სამართალი და გაეროს მიერ აღიარებული უფლებები. აგრესორის წინააღმდეგ თავდაცვის უფლება აქვს ყველას და მნიშვნელოვანია, რომ თავი დაიცვას აგრესორისგან, - ამბობს პაპუაშვილი.
ივანიშვილის გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, დავით მათიკაშვილი კი ამტკიცებს, რომ სანქციები უსაფუძვლოა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ ზეწოლას წარმოადგენს.
ეს არის უსამართლო მოცემულობა დღევანდელი საერთაშორისო წესრიგისა. ყოვლად უსაფუძვლოდ, უსაგნოდ, მტკიცებულების გარეშე ბრიტანეთის ხელისუფლება ასანქცირებს საქართელოში თავისუფალ სიტყვას. დღეს, როდესაც თავისუფალი სიტყვა საქართველოში ცდილობს, რომ ტავი დაიცვას, აქეთ გვემუქრებიან კიდევ, რომ თუკი გადარჩეა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, და ეს უფლება იქნება დაცული საქართველოში მიუხედავად ამ აგრესიისა და თავდასხმისგან ჩვენ კიდევ უფრო მეტ აგრესიას მოვიმოქმედებთ ამ ყველაფრის მიმართ, - ამბობს დავით მათიკაშვილი.
დიდი ბრიტანეთი „ქართულ ოცნებას“ მორიგ ჯერზე აფრთხილებს — ვინც პროპაგანდისტულ არხებს დაეხმარება, სანქციებს დაექვემდებარება.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თემთა პალატის წევრების კითხვებზე პასუხად განაცხადა, რომ იმ პირების მიმართ, ვინც რუსეთის პროპაგანდასთან დაკავშირებულ ქართულ ტელეკომპანიებს — „იმედსა“ და „პოსტივის“ დაეხმარება, შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები გატარდება.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ოცნების პროპაგანდისტული TV იმედი და პოს TV 24 თებერვალს დაასანქცირა.