ფინანსური სანქციების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი იძულებითი ზომები გატარდება - ბიტანეთი "ოცნებას" აფრთხილებს

24.03.26 13:45
ფინანსური სანქციების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი იძულებითი ზომები გატარდება - ბიტანეთი "ოცნებას" აფრთხილებს

დიდი ბრიტანეთი „ქართულ ოცნებას“ მორიგ ჯერზე აფრთხილებს — ვინც პროპაგანდისტულ არხებს დაეხმარება, სანქციებს დაექვემდებარება.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თემთა პალატის წევრების კითხვებზე პასუხად განაცხადა, რომ იმ პირების მიმართ, ვინც რუსეთის პროპაგანდასთან დაკავშირებულ ქართულ ტელეკომპანიებს — „იმედსა“ და „პოსტივის“ დაეხმარება, შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები გატარდება.

მინისტრის განცხადებით, ბრიტანეთი გააგრძელებს მკაცრ რეაგირებას იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ.

გაერთიანებული სამეფოს ყველა პირის, მათ შორის კომპანიების ვალდებულებაა, სრულად დაიცვან გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები. ფინანსური სანქციების აღსრულების ოფისი, როგორც წესი, არ უწევს ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაწესებულებებს გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციების შეუსრულებლობის შედეგებთან დაკავშირებით. 

ამჟამად არ არის დაგეგმილი არანაირი ღონისძიება ლონდონში არსებულ საქართველოს ბიზნესწრეებსა და მის უდიდებულესობის ხაზინას შორის, რომელიც ეხება გაერთიანებული სამეფოს ფინანსურ სანქციებს. 

გარეთიანებული სამეფოს ყველა პირის, მათ შორის კომპანიების პასუხისმგებლობაა, სრულად დაიცვან გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები. ფინანსური სანქციების აღსრულების ოფისი რეგულარულად თანამშრომლობს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და აქვეყნებს ამომწურავ სახელმძღვანელო მითითებს, რათა უზრუნველყოს ფინანსური სანქციების სწორად გაგება და ეფექტური დაცვა სხვადასხვა სექტორში. გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფინანსური სანქციების აღსრულების ოფისი გაატარებს შესაბამის პროპორციულ იძლებით ღონისძიებებს, - აცხადებს მინისტრი.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ოცნების პროპაგანდისტული TV იმედი და პოს TV 24 თებერვალს დაასანქცირა.