სახალხო დამცველს და ენმ-ს ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვთ - კობახიძე

09.11.21 15:05
სახალხო დამცველს და ენმ-ს ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვთ - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის, თქმით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"და ნინო ლომჯარიას ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვთ. კობახიძის განმარტებით, მათი მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში ყოფილიყო მოთავსებული, მათი რადიკალური გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.   

სახალხო დამცველს და დანარჩენ ,,ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს აქვთ ერთი და იგივე  დღის წესრიგი. ერთადერთი მიზეზით უნდათ მათ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არანაირი რეალური საფუძველი ამას არ აქვს., რაც შეეხება სახალხო დამცველის და სხვა ნაციონალების განზრახვას, მიზეზი არის ის, რომ სამოქალაქო საავადმყოფოსთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომელიც გუშინაც ვიხილეთ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რას... ჩვენ ვსაუბრობდით მათ რევანშისტულ განზრახვებზე. ნინო ლომჯარიაც აჩვენებს იმას, თუ რატომ არ შეიძლება არც ერთი თანამდებობის მიცემა ,,ნაცმოძრაობისთვის", იმიტომ, რომ იყენებენ სიცრუისთვის, - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები