შეიძლება, დუბაიში უნდა, ჯუმეირაში, იქ უფრო კარგი პირობებია და იქ გადაიყვანონ - ბეჟან წაქაძე სააკაშვილზე
შეიძლება, დუბაიში უნდა, ჯუმეირაში, იქ უფრო კარგი პირობებია და იქ გადაიყვანონ, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" წევრმა, ბეჟან წაქაძემ, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
წაქაძემ ასევე ყურადღება გლდანის ციხეში მესამე პრეზიდენტის მიმართ პატიმრების აგრესიულ დახვედრაზე გაამახვილა და თქვა, რომ ამდენ ადამიანს პირს ვერ ამოუკერავენ.
4 მილიონ ადამიანს როგორ უნდა აუკერო პირი, რომ მან რაღაც უთხრას, იმიტომ, რომ უამრავი ცუდი რამე აქვს ჩადენილი. დაინახეს იმ გამწარებულმა ადამიანებმა, რომლებიც დღესაც სხედან ციხეში და რაღაცა უთხრეს. არ უნდა უთხრან. შეიძლება დუბაიში უნდა, ჯუმეირაში, იქ უფრო კარგი პირობებია და იქ გადაიყვანონ, - თქვა ბეჟან წაქაძემ.