სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილის დაცვა სამოქალაქო კლინიკაში შეიძლება, უფრო გაუჭირდეს - ირაკლი ზარქუა
"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა, ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი არ არსებობდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლებას სამოქალაქო კლინიკაში უფრო გაუჭირდებოდა.
კერძო სექტორში გადაყვანის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეს ერთი, მეორე, არც პროტოკოლი ითვალისწინებს ამას და მესამე, მე თუ მკითხავთ, ადამიანურად რომ გითხრათ, იმდენი ადამიანი ჰყავს გაბოროტებული ამ ქვეყანაზე, რომ შეიძლება, სახელმწიფოს იქ უფრო გაუჭირდეს მისი დაცვა. მე არ გამხარებია, იქ მიტინგი რომ მოეწყო რაღაცა და რომ აგინებდნენ... არ გამხარებია, არ იყო სწორი და ეს ვთქვი, - თქვა ზარქუამ.