უფლებათადამცველები ანგარიშსწორებას არ უნდა განიცდიდნენ - გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი

25.03.26 15:43
უფლებათადამცველები ანგარიშსწორებას არ უნდა განიცდიდნენ - გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი, მერი ლოულორი საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება და ფაქტს შემაშფოთებელლს უწოდებს. 

შემაშფოთებელი ცნობა მივიღე იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს - წერს მერი ლოულორი სოციალურ ქსელში.

„შემაშფოთებელი ცნობა მივიღე იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და დაკითხეს. ადამიანის უფლებათა დამცველები დაშინებასა და ანგარიშსწორებას არ უნდა განიცდიდნენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობისთვის“, - წერს ლოულორი X-ზე.

გასულ კვირას ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. 

ნანუაშვილის თქმით, სუს-ის გამომძიებელმა განუცხადა, რომ მოწმის სტატუსით “მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის გამო იყო დაბარებული.