არაადამაინური და ღირსების შემლახავი მოპყრობა - სააკაშვილთან გლდანის ციხეში ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი მივიდა

09.11.21 17:12
არაადამაინური და ღირსების შემლახავი მოპყრობა - სააკაშვილთან გლდანის ციხეში ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი მივიდა

მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო უწყებას ჩვენებას მისცემს. ციხის კლინიკაში მესამე პრეზიდენეტის გამოსაკითხად ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ინპექტორის სამსახურის თანამშრომელი მივიდა.  საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა გლდანის დაწესებულებაში და რატომ იძალადეს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიმართ გახორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. დღეს ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაგეგმილია ადვოკატების მონაწილეობით მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და საჭიროებიდან გამომდინარე, გამოკითხვის შემდეგ შემდგომი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, - განაცხადა გამომძიებელმა გიორგი მიქელაძემ.

 გლდანის N 18 -ე პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილიც. ადვოკატი აცხადებს, რომ ისინი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობას აპირებენ. ამის გარდა, მისი თქმით, გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით ადვოკატები საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში გადააგზავნიან.

ჩვენ გუშინ ვიხილეთ არაადამიანური მოპყროპბა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ, მისი ღირსების დამაცირებელი მოპყრობა, რაც, ბუნებრივია, რომ არის დანაშაული. ეს დანსაული არის წინასწარ დაგეგნმილი და ორგანიზებული, დაანონსებული იყო პრემიერ-მინისტრის და სხსვა თანამდეობის პირთა მიერ., შესაბამისად, ამაზე რეაგირება შედის სახელმწიფო ინსპექტორის კომპეტენციაში. ჩენ მივაწვდით ყველანაირ ინფორმაციას, რაც ჩვენს ხელთ არის და ამის მერე მათზე იქნება დამოკიდებული თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და რა მოქმედებებს განახორციელებენ, - თქვა საძაგლიშვილმა.

გამომძიებლების  ციხეში შესვლამდე კი საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის რადას დეპუტატმა მოინახულა-ლიზა იასკო მოშიმშილე პრეზიდენტს ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდა.

მსგავსი სიახლეები