მმართველი პარტია გავაფრთხილე, ევროკავშირში გაწევრიანებისგან ყველაზე შორს რომ არიან - კრამონი
,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ეგიდით გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ,,მწვანეთა პარტიის" წარმომადგენელმა, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისგან ამ მომენტში ყველაზე შორსაა. ფონ კრამონის თქმით, ევროკავშირის ფული არ უნდა იხარჯებოდეს ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არ სურს, საკუთარი ხალხისთვის დაპირებული რეფორმები გაატაროს.
მე "ქართული ოცნების" ყველა წევრი გავაფრთხილე, რომ მიუხედავად მათი მისწრაფებისა, ევროკავშირის წევრი გახდნენ, ახლა უფრო შორს არიან გაწევრიანების კუთხით, ვიდრე ოდესმე.
ისინი ყოველდღე სცილდებიან მას და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა საჭიროა ფინანსური რეაგირება. არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის, ბევრი მისი დაპირების შესასრულებლად და ასევე საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად,“ - თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.