სააკაშვილი უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, არა პენიტენციურ სისტემაში, არამედ საერთო სასამართლოში - ლანა გალდავა

09.11.21 17:38
სააკაშვილი უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, არა პენიტენციურ სისტემაში, არამედ საერთო სასამართლოში - ლანა გალდავა

,,ლელო" უერთდება იმ აქციებს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ღირსების დასაცავად ტარდება. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ლანა გალდავამ, ,,ტვ პირველს" განუცხადა. მისი თქმით, იბრძოლებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე არა პენიტენციური სისტემიდან, არამედ საერთო სასამართლოდან, რათა მესამე პრეზიდენტმა სრულიად გამჭვირვალედ საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

დღეს ,,ლელო" არის კვლავ სოლიდარული იმ აქციის, სადაც მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლების დაცვას, ამას უკვე დაემატა პატივისა და ღირსების უფლების დაცვა, რადგან არაადამიანური მოპყრობა და წამება განხორციელდა გუშინ მის მიმართ გლდანის ციხეში. ვითხოვთ ასევე სამართლიან სასამართლოს.

სააკაშვილი უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე არა პენიტენციურ სისტემაში, არამედ საერთო სასამართლოში, სადაც ის გამჭვირვალე წესით საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს - განაცხადა ლანა გალდავამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებების დასაცავად დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, საპროტესტო აქცია 19 საათზე გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები