მედიაციის ახალ რაუნდს არ დაელოდოთ - მარინა კალიურანდი

09.11.21 17:57
მედიაციის ახალ რაუნდს არ დაელოდოთ - მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ მედიაციის ახალ რაუნდს არ დაელოდონ.

განცხადება მარინა კალიურანდმა ონლაინ დისკუსიაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ჩართულობა იყო კრიტიკული და მას არ შეუძლია უფრო ღრმად წავიდეს.

"საქართველოში არსებული პრობლემების გადაჭრის გასაღები არა ევროკავშირში, არამედ თბილისში, ქართველი პოლიტიკოსების ხელშია" - აცხადებს ევროპარლამენტარი. 

 ვიცი რომ სპეკულაცია არ უნდა დავიწყო და ეს ჩემი ძალიან პირადი შეხედულებაა - არ ელოდოთ. ჩემი შეთავაზებაა, რომ მედიაციის ახალ რაუნდს არ დაელოდოთ.

ევროკავშირის ჩართულობა მედიაციაში იყო ძალიან ღრმა, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ საკითხების თავად გადაჭრა. საქართველო არ შეიძლება ევროკავშირზე დამოკიდებული იყოს პოლიტიკურ პოლარიზაციასთან და რეფორმებთან დაკავშირებით. ქართველი პოლიტიკოსები უნდა გაერთიანდნენ და რეფორმების კეთება დაიწყონ“, -  განაცხადა კალიურანდმა.

მსგავსი სიახლეები