რაც ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ არის სწორი - ანა ფოტიგა
ის რაც ახლა საქართველოში ხდება, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სწორი არ არის - ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ გააკეთა.
ფოტიგას თქმით, სააკაშვილს ნამდვილი, ღია და გამჭვირვალე სასამართლო პროცესის წინაშე უნდა წარდგეს.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ სააკაშვილის შიმშილობის გამო . ჩვენ, მისი მეგობრები ევროპარლამენტში, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან, ვღელავთ. მაგრამ ჩვენ უფრო მეტად საქართველოს მეგობრები ვართ და ვიცით, ჩვენ არ ვახდენთ ზეწოლას, ქართველმა ხალხმა უნდა განსაჯოს, ვინ უნდა მართოს საკუთარი ქვეყანა, ჩვენი როლი არ არის, რომ მივუთითოთ. მაგრამ, მერწმუნეთ, თუ გსურთ, რომ საქართველოს მეგობრებს უსმინოთ და მე ყოველთვის ვაკვირდებოდი და ახლა რაც ხდება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ არის სწორი" - განაცხადა ფოტიგამ.