დაჟინებით ვთხოვთ მთავრობას, სააკაშვილი საჭირო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყონ - კელი დეგნანი
დაჟინებით ვთხოვთ მთავრობას, სააკაშვილი საჭირო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყონ - განცხადება ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გააკეთა.
დიპლომატის განცხადებით, შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღელვებთ:
აშშ აგრძლებს ბატონი სააკაშვილის დაპატიმრებისა და ჯანმრთელობის ახლოდან დაკვირვებას.
სამედიცინო ჯგუფის უკანასკნელი შეფასებიდან გამომდინარე, რომ მისი ჯანმრთელობა მაღალი რისკის ქვეშაა და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, ასევე სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რომ გლდანის N18 სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკა არ არის შესაფერისი, მთავრობას დაჟინებით ვთხოვთ, სააკაშვილი საჭირო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყონ"- განაცხადა დეგნანმა.
აშშ-ის ელჩი ასევე დაჟინებით მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს გაითვალისწინოს მისი ექიმების რეკომენდაცია და მიიღოს სამედიცინო დახმარება.
ეს არის ძალიან სენსიტიური და ემოციური ვითარება. ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისთვის არის, რომ ის უზრუნველყონ საჭირო მენტალური და ფიზიკური დახმარებით. მას უნდა მოექცნენ სამართლიანად, ღირსეულად, საქართველოს კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად"- განაცხადა ელჩმა.
კელი დეგნანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა მოეპყრან თანასწორად და ღირსების დაცვით ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობისგან, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და სამედიცინო კეთილდღეობა“,- განაცხადა კელი დეგნანმა.