ომბუდსმენი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს - კელი დეგნანი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში და კრიტიკის ნაცვლად შექებას იმსახურებს - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, განაცხადა.
მისი შეფასებით, სახალხო დამცველის აპარატი, სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ომბუდსმენის აპარატი არის ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის, დემოკრატიული ღირებულებების დამცველი ყველა საზოგადოებაში, მათ შორის, საქართველოშიც.
მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერ დემოკრატიაში და საქართველოში ის დაკომპლექტებულია პროფესიონალებით. ისინი კრიტიკის ნაცვლად იმსახურებენ ქებას“, - განაცხადა კელი დეგნანამა.
ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და ,,ნაციონალურ მოძრაობას" ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვთ.