მოდულის შენობა, ჯანდაცვის სამინისტრო, იუსტიცია - ოპოზიცია საპროტესტო არეალს აფართოებს

09.11.21 19:17
მოდულის შენობა, ჯანდაცვის სამინისტრო, იუსტიცია - ოპოზიცია საპროტესტო არეალს აფართოებს

ოპოზიცია საპროტესტო არეალს აფართოებს - "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ აქცია სამ ლოკაციაზე - მოდულის შენობასთან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართება. 

ოპოზიციის მხარდამჭერები უწყებებთან 11:00 საათზე მივლენ. ნიკა მელიას თქმით, მეოთხე ლოკაციას განგებ არ დაასახელებს. 

ამასთან, ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, ისინი საქალაქო სასამართლოში იმ შემთხვევაში გადაინაცვლებენ, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხვალ ჩანიშნული პროცესი ამ შენობაში გაიმართება. 

ხვალ, 10 ნოემბერს 11 საათზე ერთდროულად 3 ადგილზე გაიმართება აქცია - იუსტიციის სამინისტროსთან, მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებთ, ამავე დროს, აქცია გაიმართება მე-4 ადგილზე, რომლის ადგილს განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველ დღეს", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები