მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს კვლავ არ უშვებენ
მეუბნებიან, მოიცადეთ, გავარკვევთო - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, რამდენიმე საათია, ციხის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რატომ არ უშვებენ მას მოშიმშილე პრეზიდენტის სანახავად.
არაფერი კითხვები არ აქვთ, მეუბნებიან, მოიცადეთ, ახლავე გავარკვევთ. დღეს დაახლოებით ორი საათიდან აქ ვართ - განაცხადა ყიფშიძემ.
ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ადვოკატებისგან იღებს.