ლიზა იასკოს სააკაშვილთან კვლავ არ უშვებენ
მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხეში არ უშვებენ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს. ლიზა იასკო აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, რადას დეპუტატისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დაერთო, თუმცა, უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
პასუხი, რომელსაც ვიღებთ, არის ის, რომ პროცესშია ნებართვა. წინა შემთხვევების დროს, რუსთავში ამდენი პრობლემა არ მქონდა შესვლასთან დაკავშირებით. ახლა ვხედავ, რომ მის პირად ექიმსაც კი არ უშვებენ მასთან და პასუხი იგივეა, რომ პროცესი მიმდინარეობს, დოკუმენტები ჯერ მზად არ არის. ჩვენ არ გვაქვს საათები და დღეები, რადგან მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა – ამბობს ლიზა იასკო.
მიხეილ სააკაშვილის სანახავად ციხის ადმინისტრაცია არ უშვებს პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძესაც.