არანაკლებ მძიმეა ელენე ხოშტარიას მდგომარეობა - ნიკა მელია

09.11.21 19:48
არანაკლებ მძიმეა ელენე ხოშტარიას მდგომარეობა - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

როგორც მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, მათი პროტესტი უწყვეტია:  

არანაკლებ მძიმე არის ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ახლა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისა, თუ არა პირიქით, უარესი. ამიტომ, არანაირი დაღლა. ყოველდღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება, ყოველი დღის ბოლოს მეორე დილის გეგმებს შეგატყობინებთ, რამდენიმე წერტილი იქნება, მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ შეგატყობინებთ და იმტვრიონ თავი ქართული ოცნების სპეცსამსახურებმა"- განაცხადა ნიკა მალიამ. 

ხოშტარია  მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-7 დღეა პარლამენტში შიმშილობს. 

მსგავსი სიახლეები