ოპოზიციის პროტესტი, დღე მეორე - ყველა სამთავრობო შენობას სპეცრაზმი იცავს
უკვე მეორე დღეა, ქვეყნის სამათავრობო კვარტალს სპეცრაზმის უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა იცავს. კანცელარიის შენობა რკინის ჯებირებითაა გარშემორტყმული. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებას ახდენს.
სპეცრაზმი დაბანაკებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში, რომელიც სტრატეგიული ადგილია, ის ესაზღვრება საკანონმდებლო ორგანოსაც და მთავრობის ადმინისტრაციასაც.
პარალელურად პარლამენტის ყველა შესასვლელს გაძლიერებული საპოლიციო ძალები იცავენ. გაურკვეველია, რატომ გახდა საჭირო დაცვის უპრეცენდენტო ზომების შემოღება იმ ფონზე, როცა ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი პროტესტი კანონის ფარგლებს არ გასცდება და მშვიდობიანი იქნება.