საქართველოს ელჩმა უკრაინის სახალხო დამცველთან შეხვედრაზე უარი განაცხადა
საქართველოს ელჩი უკრაინის სახალხო დამცველს არ შეხვდა - უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას, ინფორმაციით, მას სურდა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ უფლებების დარღვევის კუთხით განმარტება მიეღო.
დენისოვას განცხადებით, გიორგი ზაქარაშვილმა მიზეზად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აუცილებელი კონსულტაცია დაასახელა.
ამასთან დენისოვა აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს სათანადო პირობებს და აუცილებელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.