გინება პალატაში სულ ისმის, მიხეილ სააკაშვილი იძულებულია ტელევიზორის ხმას აუწიოს - ნიკა გვარამია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს გინება მუდმივად ესმის.
მთელი გაყოლების განმავლობაში, სააკაშვილის დედის გინება, უმძიმესი ტექსტები, აი, წარმოიდგინეთ გიული ალასანია რომ უნდა მოვიდეს და შვილს უნდა შეხვდეს. ზუსტად იგივე გზა უნდა გაიაროს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მან ეს გზა უნდა გაიაროს? ან მისმა შვილებმა?
გინება პალატაში სულ ისმის, მიხეილ სააკაშვილი იძულებულია ტელევიზორის ხმას აუწიოს, რომ არ ესმოდეს და ქვემოთ სადაც დაკითხვების ოთახია, იქაც ისმის. ეს ხდება სისტემატიურად დღეს ინსპექტორის წარმომადგენლის ხათრით ცოტა შეწყვიტეს, მაგრამ მუდმივად ისმის გინება, ღამის განმავლობაშიც", - თქვა გვარამიამ.