არამხოლოდ შერჩევითი სამართალია, აშკარაა პოლიტიკური შურისძიება - Amnesty International
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ორგანიზაცია Amnesty International განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მიმართ ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მეხუთე კვირაა, შიმშილობს, ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. მას სავარაუდოდ, დაემუქრნენ, პატივი არ სცეს მის ღირსებას, პირად სივრცეს და უარი უთხრეს ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე. ეს არა მხოლოდ შერჩევითი სამართალია, არამედ, აშკარაა პოლიტიკური შურისძიებაც", - წერია ტვიტერის გვერდზე.