დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
საქმეს მოსამართლე ნინო ელეიშვილი განიხილავს. მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას ითხოვს.
ჯერჯეორბით დაზუსტებული არ არის, რა ფორმატში გაიმართება სასამართლო სხდომა.
საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის საქმეზე ედავება. სააკაშვილს ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 42 დღეა შიმშილობს.