მიხეილ სააკაშვილი პატიმრობა საქართველოს იმიჯს აზიანებს - პოლონეთის პრეზიდენტის მიმართვა სალომე ზურაბიშვილს
"პატივს ვცემ საქართელოს მართლმსაჯულების სისტემას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნის იმიჯს აზიანებს," - ამის შესახებ პოლონეთის პერზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ორ პრეზიდენტის საუბრის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთი სააკაშვილს ლეხ კაჩინსკის მეგობრად მიიჩნევს, აქედან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების საკითხის მშვიდობიანად მოგვარება სთხოვა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 41 დღეა შიმშილობს. დღეს, 13:00 საათზე მისი სასამართლო პროცესია ჩანიშნული.