პროტესტი სუს-თან - დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი
სამართალდამცავების სრული მობილიზება თბილისში - მასშტაბური პროტესტის ერთ-ერთი ლოკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია. სუს-ის შენობასთან მოულოდნელად დაკავებების სერია დაიწყო. დაკავებულია 20-ზე მეტი აქტივისტი მათ შორის, თენგიზს გუნავა, გოგა ონიანი, ნიკა ფარულავა, რომეო ფარულავა და ზვიად კუპრავა. პოლიციელებმა ენმ-ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის დაკავებაც სცადეს, თუმცა მას დეპუტატის მანდატი იცავს. უდუმაშვილის თქმით, ისინი ხალხს ელოდებოდნენ, როცა პოლიციელებმა ადგილზე მოულოდნელად დაკავებები დაიწყეს.
ვიდექით და ველოდებოდით ხალხის მოსვლას, უცბად გავეშებული წამოვიდნენ და დაიწყეს დაკავებები. დავალება აქვთ მიცემული ეტყობა", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
თბილისის სამმართველოს უფროსის ვაჟა სირაძის განმარტებით, აქტივისტები სახელმწიფო შენობის ბლოკირების გამო დააკავეს.
სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირება აკრძალულია კანონით, ბლოკირებული ჰქონდათ", - ამბობს სირაძე.
აქციაზე მყოფი პირები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.