ქართველ ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს, ან "ქართული ოცნება" ან ევროკავშირში ინტეგრაცია - ანდრიუს კუბილიუსი
საქართველოს მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება, ან "ქართული ოცნება" ქვეყნის სათავეში ან ევროკავშირში ინტეგრაცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა მედიაპროექტ სასაზღვრო ზონის მიერ ორგანიზებულ, საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და დასავლეთში ინტეგრაციის შესახებ დისკუსიაში განაცხადა. კუბილიუსის განცხადებით, "ქართული ოცნების" შეცდომების საქართველოს იმიჯს აზიანებს.
მე მქონდა ქართული ოცნების წარმომადგენლებთან გაასუბრების შესაძლებლობა და ვცდილობდი ამეხსნა მათთვის, თუ რა სახის შეცდომებს უშვებდნენ. ეს ყველაფერი საქართველოს ძალზე ცუდ იმიჯს უქმნის, არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ზოგადად ქვეყანას. ეს მართლაც ზიანს აყენებს ქართველი ხალხის სურვილს და მისწრაფებას შეუერთდნენ ეევროკავშირსა და ნატოს. არ გამიკვირდება, რომ დადგეს დრო როცა საქართველოს მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება, ან ქართული ოცნება ქვეყნის სათავეში ან ევროკავშირში ინტეგრაცია, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ანდრიუს კუბილიუსმა ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა, რადგან მისი განმარტებით, არ აქვს იმედი, რომ მისი განცხადებები საქართელოს ხელისუფლებას გადაწყვეტილებებს შეაცვლევინებს.
ის, თუ როგორ ექცევა მმართველი პარტია სააკაშვილს, ძალზე ცუდია. მე არ მჯერა, რომ ჩემი განცხადებები მმართველ პარტიას შეაცვლევინებს მათ ქცევას, მაგრამ გამოვიყენებ შესაძლებლობას, მივმართო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს. შიმშილობით მან უკვე მიაღწია ბევრს, მიიპყრო ყურადღება იმაზე თუ რა ხდება დღეს საქართველოში. ჩემი, როგორც საქართველოს მეგობრის თხოვნაა მან შეწყვიტოს შიმშილობა, - განაცხადა კუბულისმა.