ხმაური ჯანდაცვის სამინისტროსთან - დაკავებულია 2 პირი

10.11.21 11:23
ხმაური ჯანდაცვის სამინისტროსთან - დაკავებულია 2 პირი

ხმაურია ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. "ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით,  პოლიციამ მინიმუმ ორი ადამიანი დააკავა. 

მომხდარს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.  ერთ-ერთი დაკავებული მამუკა გუგეშაშვილია. 

 ოპოზიციის თქმით, პოლიცია აგრესიულია და დირექტივა აქვთ, რომ აქციის მონაწილეები დააკავონ.

სამართალდამცავების სრული მობილიზება თბილისში -  მასშტაბური პროტესტის ერთ-ერთი ლოკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია. სუს-ის შენობასთან მოულოდნელად დაკავებების სერია დაიწყო. დაკავებულია 5 აქტივისტი მათ შორის, ნიკა ფარულავა, რომეო ფარულავა და ზვიად კუპრავა. პოლიციელებმა ენმ-ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის, დაკავებაც სცადეს, თუმცა მას დეპუტატის მანდატი იცავს. უდუმაშვილის თქმით, ისინი ხალხს ელოდებოდნენ, როცა პოლიციელებმა ადგილზე მოულოდნელად დაკავებები დაიწყეს. 

მსგავსი სიახლეები